შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის რაიონ სოფელ ბებნისში 2008 წელს დაარსდა ფერმერთა მომსახურების ცენტრი - შპს „აგროსერვისი ქარელი“, რომლის მიზანია მოემსახუროს ადგილობრივ ფერმერებს და ხელი შეუწყოს მათ მიერ მოყვანილი პროდუქციის ხარისხის ამაღლებას.
2015 წელს, USAID/REAP პროექტის თანადაფინანსებით „აგროსერვის ქარელმა“ მოაწყო მექანიზაციის ცენტრი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით და ახდენს სამანქანო ტექნოლოგიების გავრცელებას ადგილობრივი ფერმერების საწარმოო ნაკვეთებში.
შპს „აგროსერვისი ქარელი“ ფერმერებს სთავაზობს ფუნგიციდების, ჰერბიციდების, ინსექტიციდების და მცენარეთა ზრდის რეგულატორების ფართო სპექტრს. ჩვენს მიერ წარმოდგენილი მაღალეფექტური პესტიციდები და სასუქები ფართოდ და წარმატებით გამოიყენება შიდა ქართლში.
ფერმერთა მომსახურების ცენტრს ჰყავს მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და პროფესიონალი თანამშრომლების ჯგუფი, რომელიც ფერმერებს უწევს კონსულტაციას პესტიციდების და სასუქების გამოყენებასთან დაკავშირებით. აქ ტარდება ტრენინგები მცენარეთა დაცვის საშუალებების სიახლეების შესახებ. აგრეთვე შპს „აგროსერვისი ქარელი“ საკუთარი ტექნიკით ახდენს მექანიზაციით მომსახურებას ადგილობრივი ფერმერებისთვის.
შპს „აგროსერვის ქარელში“ მცირე, საშუალო და მსხვილ ფერმერებს ელით მომსახურების მაღალი ხარისხი.
კონტაქტი
მისამართი: სოფელი ბებნისი, ქარელის მუნიციპალიტეტი, შიდა ქართლის რეგიონი
ელ-ფოსტა: agroservisiqareli@ yahoo.com